აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,355 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 32%-ით, 217 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
ცნობისათვის, 2024 წლის აპრილში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აპრილთან შედარებით მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება