დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისსა და ოზურგეთს შორის მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათით შემცირდება

თბილისსა და ოზურგეთს შორის მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათით შემცირდება

07-02-2025 15:26:00

2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (#854/853) იმოძრავებს.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება დაახლოებით 2 საათით, ასევე მატარებლის ტევადობა გაიზრდება 100 ადგილით, ხოლო  რეისები შესრულდება დღეგამოშვებით.
განრიგი:

  •  თბილისიდან გასვლა – 09:00  ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
  •  ოზურგეთიდან გასვლა – 08:40  თბილისში ჩასვლა – 16:00

ბილეთის ღირებულება:
მეორე კლასის ბილეთის ფასი – 11-15 ლარი (დაშორების მიხედვით). 

სად შევიძინოთ ბილეთები?
მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებში და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge 

რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას: ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

 უფრო კონკრეტულად:
 ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ რიონის სადგურამდე.
 ხოლო იმ მგზავრებს, ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარებლებში (#6355/6356 და #6353/6354), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

მგზავრობის ტარიფი (რიონი-ქუთაისი 1): 0,50 თეთრი

 შეგახსენებთ, რომ gr.com.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ
 თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და
 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები