დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ ერთი აღიარება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ ერთი აღიარება

11-03-2025 13:19:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონისა (Southend Airport) და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდელ მაჩვენებელს.

წყარო: https://aviationweek.com/…/shortlist-announced-routes…

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები