დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის მატარებელი იქნება - ჯემალ ინაიშვილი

თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის მატარებელი იქნება - ჯემალ ინაიშვილი

18-10-2024 10:30:00

თბილისის მშრალი პორტი, როგორც კი დაიწყებს ფუნქციონირებას თავისთავად საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის მატარებელი იქნება, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-სთან  შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მშრალი პორტიდან ტვირთების გადანაწილება მოხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 

„თბილისის მშრალ პორტში მოსული და დასაწყობებული საქონელი თავისთავად გადანაწილდება არა მხოლოდ ადგილზე, არამედ წავა სომხეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში და ასე შემდეგ“, - აცხადებს ინაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდება, რომელიც „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.

მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მშრალი პორტის ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და დაიგო რკინიგზის ხაზები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები