დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარამდე იზრდება

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარამდე იზრდება

13-12-2023 11:41:30

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარამდე იზრდება. მათ შორის არის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი - 500 000 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 მლნ 486 ათასი ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 მლნ 632 ათასი ლარის პროგრამების განხორციელება.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები