Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მეორე საწყობს აშენებს. კომპანია 2020 წლიდან, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს სრულ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს,როგორიცაა:საბროკერო მომსახურება, სახმელეთო,სარკინიგზო,საჰაერო თუ საზღვაო გადაზიდვები და ტვირთის დასაწყობება საბაჟო ზონაში.
2024 წელს კომპანიამ თბილისის გეზთან A კლასის საბაჟო საწყობი ააშენა და დასრულებისთანავე, მზარდი მოთხოვნიდან მიმდებარე გამომდინარე ტერიტორიაზე მეორე საწყობის მშენებლობა დაიწყო.
ამ ეტაპზე, ახალი საწყობის მშენებლობა 12000 კვადრატულ მეტრზე აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი საწყობში 24000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი.
„მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ამიტომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად გვინდა შევასრულოთ სამუშაოები,რასაც ადასტურებს საბაჟო საწყობის სრული დატვირთვით მუშაობა,სწორედ ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება ახალი საწყობი, სადაც შესაძლებელი იქნება 24000 ევროპალეტის განთავსება. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აღების შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე საშუალოდ ორი პალეტის ადგილის ტევადობით ისარგებლონ” - განუცხადა Business Insider Georgia-ს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორმა არჩილ წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე ახალ A კლასის საწყობს აშენებს,რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით