დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისიდან გასასვლელი გზა გაფართოვდება

თბილისიდან გასასვლელი გზა გაფართოვდება

16-07-2023 18:34:41

თბილისიდან გასასვლელი გზა გაფართოვდება. თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე გზის გაფართოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 
„ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ.
პროექტის მიზანია თბილისის შემოსასვლელი გზის გამტარობის გაზრდა და საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები