დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„Სტამბაში“ „უდაბნოს“ ლაბი იწყებს ფუნქციონირებას

„Სტამბაში“ „უდაბნოს“ ლაბი იწყებს ფუნქციონირებას

13-06-2023 23:59:46

16 ივნისს Სტამბაში ფუნქციონირებას იწყებს უდაბნოს ლაბი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ადგილზე ამუშავებს უდაბნოს ეკოლოგიურად სუფთა ნუშისგან მიღებულ პროდუქტებს.

ლაბის გახსნასთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან სტამბაში მარკეტი გაიმართება, რომლის სტუმრებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ უდაბნოს რეგენერაციულ ეკოსისტემაში მოყვანილი პროდუქტები.

მარკეტი ასევე უმასპინძლებს პანელურ საუბარს რეგენერაციული მეურნეობის მნიშვნელობისა და უდაბნოს სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ, რომელსაც გაუძღვებიან გია რაზმაძე, უდაბნოს სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დირექტორი და ნიკოლოზ დობორჯგინიძე, რეგენერაციული პროექტების მენეჯერი.

მარკეტზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათით.

აღსანიშნავია, რომ წლების უკან კომპანია „უდაბნოს“ ფარგლებში აჭარა ჯგუფმა კახეთში 4000 ჰექტარი შეიძინა და ფერმერულ მიწად აქცია. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ეს ადგილი სასოფლო-სამეურნეო ცენტრად და მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილად ყალიბდება. 

2000 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებთან ერთად, წარმატებით გაშენდა  კენკრის პლანტაციები და მცირე ვენახები, რომლებშიც მრავალი ენდემური ჯიშის ვაზი ხარობს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები