„ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.
ამასთან, „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან და აუცილებლად იქნება რეაგირება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ქვეყნდება.
უახლესი
14 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი