Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ ქართული ბიო მარწყვისთვის ქართული სუპერმარკეტების დახლები მიუწვდომელია.
„წელს 35 ტონა მოსავალი მივიღეთ, ბოლო კრეფა 15 დეკემბერს გვქონდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში პროდუქციის გაყიდვის პრობლემა შეგვექმნა, რადგან სუპერმარკეტებში მარწყვის შეტანა ვერ მოვახერხეთ“, - ამბობს მეწარმე.
მისი ინფორმაციით, ბიო მარწყვის შეტანა მხოლოდ „გუდვილში“ შეძლეს.
„პრობლემას გვიქმნიან ადგილობრივი ქსელები. არანაირი ხელშეწყობა არ არის, რომ ადგილობრივი მეწარმე პრიორიტეტულ პოზიციაში ჩააყენონ ხშირ შემთხვევაში იაფფასიანი და დაბალი ხარისხის პროდუქციის იმპორტიორებთან. მათ აქვთ სრული თავისუფლება თურქულ მარწყვს დააწერონ უმაღლესი ხარისხის ქართული. ესეც სიტყვების თამაშია. რას ნიშნავს უმაღლესი ხარისხის? ვინ დაადგინა? ამის საპირწონედ ჩვენ მივაღწიეთ იმას რომ სერტიფიცირებული ბიო მარწყვი გვაქვს და პრობლემებს გვიქმნიან“, - ამბობს „პლანტველის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, ქსელები დროებით მაშინ გახდა ხელმისაწვდომი, როცა ბაზარზე იმპორტირებული მარწყვის მოცულობა შემცირდა.
„სადაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გავარღვიეთ და თანამშრომლობაზე წამოგვყვნენ ეს არის გუდვილი. „აგროჰაბში“ ვიყავით, მაგრამ ისეთი პირობები შეგვიქმნეს, რომ ფაქტობრივად გამოგვიშვეს ქსელიდან. კარფურში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ვერ შევძელით შესვლა და მხოლოდ მაშინ დაგვითმეს დახლები, როცა თავად დასჭირდათ“, - ამბობს მეწარმე.
ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის პრობლემის მიუხედავად, „პლანტველი“ 2024 წელს წარმოების გაორმაგებას გეგმავს და ექსპორტისთვის ემზადება.
უახლესი
8 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს9 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის