ყაზბეგის ჯადოსნური მთების შუაგულში მდებარე სასტუმრო Suatis Resot Kazbegi ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს. გარდა იმისა რომ მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, როგორც GNSS & Partners – ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი სანიკიძე Business Insider Georgia- თან საუბრისას აცხადებს, მათ საინტერესო გეგმები აქვთ სასტუმროს განვითარების კუთხით.
ახალი სეზონისთვის Suatis Resort Kazbegi - ში როგორც ღია ასევე დახურული აუზით სარგებლობის საშუალება ექნებათ დამსვენებლებს, ასევე იგეგმება მარნის მოწყობა, სადაც ღვინის ფართო არჩევანს შესთავაზებს, როგორც სასტუმროს სტუმრებს, ასევე ნებისმიერ ღვინით დაინტერესებულ ადამიანს.
Suatis Resort Kazbegi - აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში პანდემიის პერიოდში ჩაერთო საოპერაციო საქმიანობაში. საოცარი ბუნების წიაღში შექმნილმა სასტუმრომ, მალევე მიიქცია ყურადღება და შექმნა ის გარემო, რომელიც მომხმარებლებს სჭირდებოდა, მშვიდი, კომფორტული, უსაფრთხო სივრცე სადაც დასვენება, გართობა და განტვირთვა ერთდროულად იყო შესაძლებელი.
სასტუმროს შემადგენლობაშია საკონფერენციო, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, ბავშვთა სივრცე, გეიმინგ ზონა, დაცული ეზო და რესტორნები, სადაც მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ უგემრიელესი ა ლა კარტ მენიუთი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ნატურალური, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს.
,,აქტიურად ვთანამშრომლობით ტურისტულ სააგენტოებს, რომელთაც ფასისა და ხარისხის იდეალურ კომბინაციას ვთავაზობთ. ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად, ბევრი ბედნიერი მომენტი შევქმენით და მომხმარებელს ემოციური კავშირი გაუჩინა Suatis Resort Kazbeg- თან. პანდემიის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა შეძლო ემასპინძლა 100 მდე კონფერენციისთვის და 10 - მდე ქორწილი დავაორგანიზეთ, რაც გვაძლევს იმის მოტივაციას წინ კიდევ დიდი მიზნებისკენ ვისწრაფოდეთ. მუდმივად ვცდილობთ პულსზე გვედოს ხელი და ყოველთვის საჭიროებიდან გამომდინარე მივაწოდოთ მომხმარებელს ის, რაც მათ სჭირდებათ” - აცხადებს გიორგი სანიკიძე.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი