სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აჟღერებს. მისი თქმით, ადამიანების გამოყვანა დილიდან გაგრძელდა.
„ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, ასეთი 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და მდინარეზე პროცესი გრძელდება. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოებია და დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“,- განაცხადა მინისტრმა.
უახლესი