სავალუტო ფონდთან დაკავშირებით არ შემიძლია რომ არ ვთქვა, პროგრამა არ არის შეწყვეტილი უბრალოდ გადადებულია დამტკიცება პროგრამის ეს მოხდა მაისში და ქალბატონ ნათიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
„ეს იყო იმ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ახლაც ვფიქრობ რომ ძალიან სწორი კანონი მივიღეთ, რადგან აბა დავფიქრდეთ პრეზიდენტი თვითონ წავიდა, ვიცე პრეზიდენტები დემარშით თუ არ ვიცი რაც გინდათ ის დავარქვათ, გავიდნენ და ახლა სად ვიქნებოდით? აბა გეკითხებით ... არც პრეზიდენტი გვეყოლებოდა, არც ხელმძღვანელი, არც საბჭო და არაფერი. ამიტომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.
მისი თქმით, პირადი შეხვედრა მქონდა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. „სსფ-ს წარმომადგენლებს ძალიან ვაფასებ და ძალიანაც გვეხმარებიან, ავუხსენი ეს ყველაფერი და ჩემი აზრით გაგებით შეხვდნენ ამ საკითხს და გვითხრეს, რომ რაღაც საკანონმდებლო წინადადებებს შემოვიტანთ და თუ ეს გასწორდება ვისაუბროთ საკითხის აღდგენაზეო და ასეც გრძელდება და დარწმუნებული ვარ რომ ეს საკითხი ნორმალურად დასრულდება“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა