დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სომხური თაფლი შესაძლოა, რეექსპორტით საქართველოდან ევროპის ბაზარზე შევიდეს - ,,აპიჯეო“

სომხური თაფლი შესაძლოა, რეექსპორტით საქართველოდან ევროპის ბაზარზე შევიდეს - ,,აპიჯეო“

28-09-2023 10:00:50

ევროპულ ბაზრებზე თაფლზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართველი მწარმოებლები რეექსპორტის საჭიროების წინაშე აღმოჩნდნენ.

,,აპიჯეო“  ამ მიმართულებით გეგმაზე უკვე მუშაობს და სავარაუდოდ მომავალი წლიდან რეექსპორტის დაწყების რეალური შესაძლებლობა ექნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან კომპანიის  გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე საუბრობს.

,,თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაგვაქვს. რეალობა კი საკმაოდ რთულია, რადგან მოთხოვნა არის და მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ. უამინდობისა და მავნებლების გავრცელების გამო წარმოებაში დიდი კლება გვაქვს, დანაკლისის შევსებას ალბათ რეექსპორტით შევეცდებით. ამისთვის თაფლის შესყიდვას მეზობელი რეგიონებიდან ვცდილობთ, პირველ რიგში, სომხეთიდან, რაც საბოლოო რეექსპორტზე ევროპაში გავა.

ამ მომენტში ეს პრობლემის გადაჭრის  საუკეთესო გზაა. ცხადია, ქართული წარმოების ზრდაც ასევე პრიორიტეტად რჩება. პოტენციალი დიდია და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ ამისთვის. მომავალ წელს, შეიძლება რეექსპორტის დაწყების შესაძლებლობა გაგვიჩნდეს“, - ამბობს ერეკლე ჩიკვაიძე.

ცნობისთვის, საქართველოში თაფლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამამუშავებელი საწარმოა. კომპანიას დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი და გააჩნია პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკუთარი შიდა საწარმო ლაბორატორია, ამასთანავე პროდუქციას აგზავნის გერმანიის  Intertek-სა და QSI-ის ლაბორატორიებში, რაც საშუალებას იძლევა, მუდმივად გაკონტროლდეს პროდუქციის ხარისხი და თავი დაიცვან პროდუქტში მავნე ნივთიერებების მოხვედრის ზეგავლენისგან.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები