დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს

20-04-2023 13:22:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ბიოწარმოების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.

„სოფლის განვითარების სააგენტო, 2022 წლიდან ახორციელებს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობის ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი - ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ რეგულაციასთან და მისი ამოქმედება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ბიოპროდუქციის ექსპორტს, რაზედაც მოთხოვნა, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


მსგავსი სიახლეები