სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის მოხდება, - ამის შესახებ საუბარია „სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ში წერია.
„პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები.
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში, მთავრობა ხელს შეუწყობს მათზე მორგებული სასწავლო გარემოსა და შესაბამისი სერვისების განვითარებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
უახლესი
6 საათის წინ
რატომ დააჯარიმა სებ-მა იშბანკი6 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა