საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებს ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების მომზადებისთვის ინტერესთა გამოსახატად იწვევს. კომპანიებს ინტერესის გამოსახატად ვადა 11 ნოემბრამდე აქვთ.
გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით - „Procurement Regulations for ADB Borrowers“, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით (QCBS) გამოვლინდება. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers;
ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=204048
უახლესი
52 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა