დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სილქნეტის“ შემოსავალი 9 თვეში ₾397.3 მილიონია - რა წილი აქვს კომპანიას კომუნიკაციების ბაზარზე

„სილქნეტის“ შემოსავალი 9 თვეში ₾397.3 მილიონია - რა წილი აქვს კომპანიას კომუნიკაციების ბაზარზე

18-01-2024 02:50:00

სილქნეტის შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 14.9%-ით გაიზარდა და ₾397.3 მლნ შეადგინა.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, რომლებიც შესაბამისად წლიურად 27.6%-ით და 18.6%-ით გაიზარდა.

შემოსავლებისგან განსხვავებით, ხარჯები წლიურად მცირედით 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად, EBITDA მარჟამ რეკორდულად მაღალ 64.5%-იან მაჩვენებელს მიაღწია 2023 წლის 9 თვეში.

„ჩვენი პროგნოზით, 2023 წლისთვის შემოსავლები ₾530.2 მლნ-ს მიაღწევს, რაც წლიურად 12.1%-იანი ზრდაა. სილქნეტი ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს. აბონენტების ჭრილში, სილქნეტის ბაზრის წილი ყველა ძირითად სეგმენტში გაუმჯობესდა, ხოლო შემოსავლების ჭრილში ბაზრის წილი გაიზარდა მობილური სერვისებისა და ტელევიზიის სეგმენტებში.

2023 წლის 9 თვეში სილქნეტს ეკავა მობილური სეგმენტის შემოსავლების 34.9%, ფიქსირებული ინტერნეტის შემოსავლების 33.6%, ხოლო ტელევიზიის შემოსავლების 37.3%“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები