დღეს ბათუმში კომპანია Silk Development-მა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს წამყვანი დანიური ლანდშაფტის არქიტექტურის კომპანიის MASU Planning-ის მიერ შემუშავებული პროექტით მუნიციპალური პარკის მშენებლობას. ახალი პარკი „სილქ თაუერსის“ პროექტის ნაწილია, რომელზეც ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა (Kengo Kuma) და მისი პარიზის სტუდია მუშაობს.
პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარე, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე ვიმყოფებით დღეს. ჩვენთვის ეს პროექტი კარგად არის ნაცნობი, არაერთი განხილვა მოეწყო ამ პროექტის გარშემო და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ბათუმში უნდა განხორციელდეს პროექტი, რომელიც ამ ქალაქის სილამაზის ღირსეული გაგრძელება იქნება. პარკი, რომელიც წამყვანი საერთაშორისო დიზაინერების მიერ გაკეთდება და ორგანული ნაწილი იქნება იმ დიდი პროექტისა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი სტუდია აპროექტებს. პროექტი, თავისი არსითა და შინაარსით, ეკოლოგიური თვალსაზრისით, იქნება მდგრადი, მწვანე პროექტი, რომელიც ქალაქს გაამდიდრებს. ყველა ბათუმელისთვის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია, თუ რა გაკეთდება ამ ადგილას და გვესმის, რომ ეს უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს, გაალამაზებს და მიმზიდველს გახდის ქალაქს. მართლაც, ამაღელვებელი მომენტია და მინდა, მადლობა გადავუხადო აჭარის ხელისუფლებას, ტურიზმის ადმინისტრაციასა და ყველა უწყებას, ვინც ამ პროექტს უჭერს მხარს. და რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი რამიშვილსა და „სილქ როუდ ჯგუფს“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„მინდა, მივულოცო ჩვენს ქალაქს, ბათუმელებს, ახალი პარკი, ახალი ფილტვები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უფრო ეკოლოგიურსა და ჯანსაღს გახდის ჩვენი ქალაქის ცხოვრებას, ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობას მისცემს ქალაქის მცხოვრებლებს. მინდა, მადლობა გადავუხადო „სილქ როუდ ჯგუფსა“ და მის დამფუძნებელს, ბატონ გიორგი რამიშვილს და ყველას, ვინც ამ დიდ, საერთო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ბათუმის დინამიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სარეკრეაციო, მწვანე სივრცეების შექმნა და დარწმუნებული ვარ, ბათუმელები იამაყებენ ახალი პარკით. მჯერა, ამ პროექტს დიდი პერსპექტივა აქვს. ახალი იახტკლუბი კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ბათუმის ცხოვრებას და გააძლიერებს ეკონომიკას“, - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
„მოხარული ვართ, რომ დღეს შევიკრიბეთ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ პარკის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ურბანულ ლანდშაფტს. ეს პარკი იქნება ადგილი, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება. პარკი ერთიან სივრცეს ქმნის „სილქ თაუერსის“ პროექტთან, რომელიც მულტიფუნქციური კომპლექსია თავისი იახტკლუბით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებითა და ბრენდირებული აპარტამენტებით, კონგრესცენტრით, საცურაო აუზებით, სავაჭრო სივრცეებითა და სხვა ტურისტული ობიექტებით. პროექტი სამ ფაზად განვითარდება და სამივე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამ პროექტში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი პარიზის სტუდია, ასევე ლანდშაფტის დიზაინის ცნობილი სტუდია „მასუ პლენინგი“. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი იწყება პარკის განაშენიანებითა და იახტკლუბით, რაც შექმნის სერიოზულ მიზიდულობის ადგილს. ასევე პირველი ფაზაში აშენდება ორი კოშკი და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება საამაყო, გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონსა და შავიზღვისპირეთში. „სილქ როუდ ჯგუფს“ ასეულობით მილიონი დოლარი გვაქვს დახარჯული უძრავი ქონების პროექტებში, მრავალი წელია ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. თბილისში ორ თვეში ვასრულებთ სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას, რომელიც ასევე გამორჩეული პროექტი იქნება დედაქალაქისთვის და მინდა, ბევრი ასეთი გამორჩეული წამოწყება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
ახალი პარკი ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, რაც ბათუმის ბულვარის გაგრძელებაა. კომპანია MASU Planning ცნობილია თავისი მრავალმხრივი მიდგომითა და გარემოს მახასიათებლებზე ორიენტირებული დიზაინით, სკანდინავიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტების დანერგვისას ასევე ფოკუსირდება ყველა კონკრეტული ლოკაციის ხასიათისა და იდენტობის შენარჩუნებაზე.
„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ბათუმის მომავლის ნაწილი. ჩვენი პარკის დიზაინი აერთიანებს ინოვაციური დიზაინის ესთეტიკასა და ქალაქის ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტისა და მისი ისტორიის პატივისცემას. მიზნად გვაქვს, შევქმნათ სივრცე, რომელიც გახდება ადგილობრივი ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილი და ბათუმის ხასიათის გამოხატულება“,- აღნიშნა MASU Planning-ის პარტნიორმა, ლანდშაფტის არქიტექტორმა მალინ ბლომკვისტმა.
იაპონური არქიტექტურული კომპანია Kengo Kuma and Associates მსოფლიოში ცნობილია ბუნებრივი გარემოსა დაარქიტექტურის ჰარმონიული შერწყმის ფილოსოფიით. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბათუმის ახალი პარკის კონცეფციის ჩამოყალიბებაში. „მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტზე Silk Development-თან და MASU Planning-თანვთანამშრომლობთ. ურბანული ცხოვრების ბუნებასთან ინტეგრირების ჩვენი საერთო ხედვა ძალიან კარგად მოერგო ბათუმის კულტურულ და ბუნებრივ სიმდიდრეს. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების, MASU Planning-ისა და საინჟინრო კომპანია AKT II-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანის საშუალება მოგვეცა, - განაცხადეს კომპანიაში, - ჩვენ უაღრესად გვახარებს ის სიკეთე, რასაც პარკი ქალაქს მოუტანს დადარწმუნებული ვართ, რომ ის „სილქ თაუერსის“ პროექტზეც დადებითად იმოქმედებს, რადგან პარკი ამ სივრცის საერთოგანვითარების განუყოფელი ნაწილი იქნება“.
„სილქ თაუერსის" მულტიფუნქციური პროექტი სამ ფაზად წარიმართება:
ფაზა 1: მუნიციპალური პარკი, იახტკლუბი, თაუერ 1, ბრენდირებული აპარტამენტები, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, საცურაო აუზები, რესტორნები და კაფეები
ფაზა 2: თაუერ 2, ბრენდირებული აპარტამენტები, საცურაო აუზები, სავაჭრო ცენტრი
ფაზა 3: თაუერ 3, ბრენდირებული აპარტამენტები, 5+-ვარსკვლავიანი სასტუმრო, კონგრეს-ცენტრი და გასართობი ცენტრი.
პროექტის განვითარებაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო და ქართული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანიები; A+ (The Architects), Meinhardt, Dinamik Proje, Windtech, Xvector, GLS techno, Cubikon და STS.
პარკი მოიცავს პადელის ორ კორტს, სპორტულ მოედანს, გასართობ ზონებს, კომფორტულ დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, რაც უზრუნველყოფს პარკის მრავალფუნქციურობას და ბათუმელებს ღია ცისქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების მრავალფეროვნებას შესთავაზებს.
პროექტის პარტნიორები არიან თიბისი და საქართველოს ბანკი, რომლებთან ერთადაც „სილქ როუდ ჯგუფს“ მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
უახლესი
2 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა15 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები