დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სიახლეა ის, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება -  გიორგი ამილახვარი

სიახლეა ის, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება - გიორგი ამილახვარი

13-06-2024 22:03:00

სიახლეა ის, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება – კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად ონლაინ სწავლება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.

„პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. შესაძლებელი გახდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსება.
გიორგი ამილახვარმა სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი (3-წლიანი) საგანმანათლებლო პროგრამებისა და 60-კრედიტიანი (1-წლიანი) სამაგისტრო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულთა რაოდენობამ 191-ს მიაღწია. ამასთან, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, დაფინანსება გაუგრძელდა გასულ წელს გამარჯვებულ 43 სტიპენდიატს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 5.8 მლნ ლარი გამოიყო.

საუბარი ასევე შეეხო, 1+4 პროგრამის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 სასწავლო წლიდან სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება“, - განაცხადა მან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები