დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარიული ყველი კარგად ერგება ჩვენს კლიმატსა და პირობებს, რის გამოც მისი წარმოების პოტენციალი დიდია - ,,ნიკალა" 

შვეიცარიული ყველი კარგად ერგება ჩვენს კლიმატსა და პირობებს, რის გამოც მისი წარმოების პოტენციალი დიდია - ,,ნიკალა" 

28-11-2023 10:00:36

სამეგრელო ზემო სვანეთში, მესტიიდან 9 კილომეტრში, ლატალის თემში, რომელიც 10 სოფელს აერთიანებს, მდებარეობს ეკო- გესთჰაუზი და ყველის საწარმო „ნიკალა“.

ეს ადგილი იმითაა გამორჩეული, რომ აქ სტუმრებს საწარმოს მიერ მოყვანილი ნედლეულით დამზადებული კერძებითა და პროდუქტებით მასპინძლობენ. „ნიკალას“ ყველის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სტუმრებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

თუკი საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ყველის წარმოება მხოლოდ იმერულის, სულგუნისა და გუდის ყველის დამზადებით შემოიფარგლება, ,,ნიკალას" დამფუძნებელი ომარ ნანსკანი თავისი წარმოებით საპირისპიროს ამტკიცებს ეს ასე ნამდვილად არ არის და გვეუბნება, რომ ტრადიციული ყველის გვერდით აწარმოებს შვეიცარიულ პროდუქციას, რომელიც ქართული კლიმატს და გარემოს შესანიშნავად ერგება.

,,ყველის ქართულ სახეობებთან ერთად, ჩვენი საწარმო შვეიცარიულ ყველსაც აწარმოებს. შვეიცარიული ტექნოლოგიით ყველის წარმოება, თავად შვეიცარიელმა კოლეგებმა შეგვასწავლეს ჯერ კიდევ 2012 წელს და აქედან იწყება ჩვენი წარმოების ისტორიაც.  ეს ყველი ძალიან კარგად ერგება ჩვენს კლიმატს და პირობებს. შვეიცარიაში არის ალპური კლიმატი, შესაბამისად, ქართულ სიცივეებს ამ ტექნოლოგიით დამზადებული ყველი ადვილად ეგუება. შვეიცარიელმა კოლეგებმა ყველის დამზადების სხვადასხვა ნიუანსი მაღალ დონეზე შეგვასწავლეს.  გვაქვს ფერმა, სადაც 25 ძროხა გვყავს, ნედლეული ჯერჯერობით არ გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოება გავზარდოთ, რა შეკვეთებსაც ვიღებთ, იმის მიხედვით ვაწარმოებთ ყველს - იქნება ეს შვეიცარიული, კაჩოტა, სულუგუნი თუ ჩვეულებრივი ჭყინტი ყველი, რომელიც  ყოველდღიურად აქტიური მოთხოვნაა", - ამბობს ომარ ნანსკანი Business Insider Georgia- თან.
 
როგორც მეწარმე აღნიშნავს, შვეიცარიული ყველი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და 1 კგ. პროდუქტის  საბითუმო ღირებულება 70 ლარია. რაც შეეხება კაჩოტას, 80 ლარი ღირს, თუმცა დახლებზე მისი ფასი 100 ლარის ფარგლებშია.
 
წარმოების მთავარ პრობლემად ომარ ნანსკანი ნედლეულის სიმცირეს მიიჩნევს და ამბობს, რომ შვეიცარიული ყველის წარმოებაში რეალურად  დიდი პოტენციალი არსებობს, რაც სათანადოდ არ არის გამოყენებული.

ცნობისთვის, ,,ნიკალა" პროექტ ,,ყველის გზის" მონაწილეა. პროექტი მიზნად ისახავს, ყველის წარმოებამ ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ქართული სასურსათო პროდუქტის წარმოებაში, როგორც ეს თავის დროზე ქართულმა ღვინომ შეძლო.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები