შვეიცარია გახდა პირველი მსხვილი ეკონომიკა, რომელმაც შეამცირა საპროცენტო განაკვეთები მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 1,5%-მდე დაწია.
შვეიცარიაში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება მოხდა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა რეზერვმა შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთების წინა პროგნოზი, წელს საპროცენტო განაკვეთის სამი შემცირების შესახებ. Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეამცირებენ Fed-ის განაკვეთს მანამდე, ვიდრე დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ინფლაცია სტაბილურად ეცემა ყოველწლიურად 2%-მდე..
შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ამცირებს პოლიტიკის განაკვეთს, რადგან თებერვალში ინფლაცია 1.2%-მდე შემცირდა. ეს არის პირველი გადაწყვეტილება შემცირებისკენ, რომელიც შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მიიღო.
„მონეტარული პოლიტიკის შერბილება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ეფექტური იყო“, - ნათქვამია შვეიცარიის ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„უკვე რამდენიმე თვეა, ინფლაცია დაბრუნდა 2%-ზე დაბლა და, შესაბამისად, იმ დიაპაზონშია, რასაც SNB უტოლებს ფასების სტაბილურობას“.
ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ წელს ინფლაციას საშუალოდ 1.4%-ს ნიშნულზე ელოდება, გლობალური ეკონომიკური ზრდა „ზომიერი“ დარჩება მომავალ კვარტლებში, იმ ფონზე, როცა რიგ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკა მკაცრია.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბანკს შეუძლია შეამციროს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ივნისში, თუ ინფლაცია და ხელფასების მონაცემები მის პროგნოზებთან შესაბამისობაში დარჩება.
უახლესი
10 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს29 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”