დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შუმის“ ღვინოები 33 ქვეყანაში იყიდება, ნორვეგიისა და ბრაზილიის  ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას - კომპანიის დირექტორი

„შუმის“ ღვინოები 33 ქვეყანაში იყიდება, ნორვეგიისა და ბრაზილიის ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას - კომპანიის დირექტორი

21-02-2024 15:07:00

ჩვენი პროდუქცია მეტ-ნაკლები წარმატებითა და რაოდენობებით მსოფლიოს 33 ქვეყანაში გაგვაქვს. 2023 წელს ავითვისეთ რამდენიმე ახალი ბაზარი - ტაილანდი, ტაივანი, ისლანდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მეღვინეობა „შუმის“ გენერალურმა დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.

მეღვინეობა „შუმი“ 2024 წელს საექსპორტო არეალის გაფართოებისთვის ემზადება და შეცდება ღვინო ნორვეგიასა და ბრაზილიაშიც გაიტანოს.  

„წელსაც გვინდა ჩვენი საექსპორტო არეალის გაფართოება და ბაზრის დივერსიფიკაცია. რამდენიმე სამიზნე ქვეყანა შევარჩიეთ - ნორვეგია, ბრაზილია.  1-დან 1,5 მილიონ ბოთლამდე ვაწარმოებთ. ჩვენს გაყიდვებში 15% უკავია ადგილობრივ ბაზარს,“- ამბობს დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილი.

მისივე თქმით,  „შუმი“ აქტიურად აწვდის პროდუქციას აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებს. „ვცდილობთ დივერსიფიკაციას, რომ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული“,- ამბობს მეწარმე.

მეღვინეობა „შუმი“ რუსეთშიც ახორციელებს ექსპორტს. თუმცა ეს კომპანიის მთავარი სამიზნე ბაზარი არ არის. გააქვთ  პროდუქცია პრემიუმ სეგმენტში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქ მიზანი არ არის მხოლოდ გაყიდვები, არამედ მთავარია ხარისხის შენარჩუნება.

„შუმი“ აწარმოებს თეთრ მშრალ,  წითელ მშრალ და ასევე ნახევრად ტკბილ ღვინოებს, კახურ ჭაჭას, ბრენდს, რამდენიმე ექსკლუზიურ ღვინოს.

„გვაქვს სხვადასხვა, შედარებით დემოკრატიული და პრემიალური ხაზი და 60-ზე მეტი დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ“, - ამბობს აკაკი ცოფურაშვილი.   

მეღვინეობა „შუმში“ დასაქმებულია 100 ადამიანი. კომპანია ვენახებს წინანდალში ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები