დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუახევში ჩანჩხალოს გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შუახევში ჩანჩხალოს გზის რეაბილიტაცია დასრულდა

13-11-2023 12:19:07

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 3,5კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ფარგლებში ასევე ხელოვნური და დამცავი ნაგებობები აშენდა. 

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია. 

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობის არის და გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს უკავშირდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები