დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდა მხოლოდ პორტებზე დამოკიდებული ვერ იქნება, აუცილებელია ინვესტიციები განხორციელდეს რკინიგზაშიც - ჯემალ ინაიშვილი

შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდა მხოლოდ პორტებზე დამოკიდებული ვერ იქნება, აუცილებელია ინვესტიციები განხორციელდეს რკინიგზაშიც - ჯემალ ინაიშვილი

14-11-2023 12:00:11

ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებისთვის ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად რკინიგზაში სჭირდება.

„ტვირთბრუნვის და შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდა მხოლოდ პორტებზე დამოკიდებული ვერ იქნება. აუცილებელია ინვესტიციები განხორციელდეს რკინიგზაშიც“! - აცხადებს Business Insider Georgia-თან ინაიშვილი.

ბიზნესმენს ქართული პორტების კონკურენტუნარიანობის შესახებაც ვკითხეთ. ინაიშვილი გვეუბნება, რომ ნავსადგურებში არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურის, მათი დაბალი წარმადობისა და გამტარუნარიანობის პარალელურად, ანალოგიური პრობლემები გააჩნია საქართველოს რკინიგზასაც, რაც ინაიშვილის განმარტებით უარყოფითად მოქმედებს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.

ამასთან, ბიზნესმენი ამბობს, რომ  კონკურენტუნარიანობაზე უაყოფით გავლენას ახდენს მაღალი ფასებიც.

„ტვირთების ნაკადი, რომელსაც ველოდებოდით, რომ სანქციების გამო რუსეთს გვერდს აუვლიდა და შუა დერეფნით წამოვიდოდა სამწუხაროდ ბოლომდე არ გამართლდა. დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების საექსპორტო-საიმპორტო ტვირთების ძირითადადი მოცულობები კვლავ რუსეთის გავლით, რუსეთის და ბალტიისპირეთის ნავსადგურებში გადაიტვირთება. ამ შემთხვევაში ლოგისტიკაში მაღალი წარმადობა, გამტარუნარიანობა, დრო და კონკურენტული ფასები არის გადამწყვეტი და შესაბასისად ბიზნესიც ეძებს ალტერნატივას" - გვიხსნის ჯემალ ინაიშვილი.

ბუნებრივია ვინტერესდებით, აქვთ თუ ქართულ პორტებს კონკურენტული ფასების შეთავაზების შესაძლებლობა. ბიზნესმენი გვეუბნება რომ ეს არა მარტო საპორტო მომსახურების ფასებზეა დამოკიდებული, არამედ რკინიგზის ტარიფებზე და ყველა იმ მონაწილის ფასებზე, რომლებიც შუა დერეფანში საქმიანობენ.

„შესაბამისად კონკურენტული ფასის შემუშავება და შეთავაზება  ყველა მონაწილემ უნდა შეძლოს“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები