დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შტორმმა მიდიების ფერმა გაგვინადგურა, ზარალი ჯერ არ დაგვითვლია - Maricultura Georgia

შტორმმა მიდიების ფერმა გაგვინადგურა, ზარალი ჯერ არ დაგვითვლია - Maricultura Georgia

14-12-2023 17:00:33

შავ ზღვაზე მომხდარმა ძლიერმა შტორმმა მიდიების ფერმა დაგვიზიანა, ზარალის მოცულობა ჯერ არ ვიცით, - ამის შესახებ კომპანია Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა, მამუკა მიქაშავიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა.

„2023 წელი საკმაოდ რთული იყო კომპანიისთვის. შავ ზღვაზე ძლიერი შტორმი იყო, რამაც ჩვენი მიდიების ფერმა დააზიანა და ზარალის დადგენის შემდეგ, რეაბილიტაციას დავიწყებთ“, - ამბობს მამუკა მიქაშავიძე. მეწარმის ინფორმაციით, 2023 წელს Maricultura Georgia-მ 20 ტონა მიდია და ხამანწკა მოიპოვა. „პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია და სრულად ადგილობრივ ბაზაზე გავყიდეთ“,- ამბობს მეწარმე. მეწარმის ინფორმაციით, საქართველოში გაყინული მიდიების იმპორტი ჩილედან ხორციელდება და ძირითადად ესაა ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტი. „ჩილედან იმპორტირებული მიდიები გემოვნური თვისებებით შავი ზღვის მიდიებს ჩამოუვარდება. შავი ზღვის მიდიები ნაკლებ მარილიანი წყლის გამო უფრო კარგი ხარისხისაა და გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა. ჩვენი სურვილია, რომ ადგილობრივი ბაზარი კონკურენტებისგან და დაბალი ხარისხის პროდუქციისგან გავათავისუფლოთ“, - ამბობს მამუკა მიქაშავიძე. გაყინული, იმპორტირებული 1 კილოგრამი მიდია ადგილობრივ ბაზარზე 36 ლარი ღირს, ხოლო ქართულის ფასი 18 ლარია.

Maricultura Georgia-მ აკვაკულტურის ათვისება 2016 წლიდან დაიწყო. ბიზნესის განვითარებისთვის კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეისთვის Maricultura Georgia შავ ზღვაში 75 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ჰექტრის ათვისებას ახერხებს და წლიურად 20 ტონამდე მოლუსკს მოიპოვებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები