ამ დროისთვის შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოსვლა დროებით შეზღუდულია მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მონასტერთან კლდის მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე ჩამოიშალა კლდის მასა, რომელსაც გზა და მიმდებარე ტერიტორიის მისასვლელი არ გადაუკეტია. დაშავებული არავინაა, არც დაზარალებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი სამსახურები და ადგილობრივი სამაშველო სამსახურები. ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო თვითმმართველობის წარმომადგენლები კოორდინირებული მუშაობით ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს. უახლოეს პერიოდში ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და დავგეგმავთ შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებს“,- განაცხადა ქავთარაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა