შიომღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლის გამო, საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.
„ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან მომხდარი ინციდენტის შესახებ.
შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა