შიო-მღვიმეში მძიმე ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მონასტერთან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა, პირველადი შეფასებით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავით პროცესს. ადგილზე გეოლოგებმა იმუშავეს. გზის იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა, ნაწილობრივ შეზღუდვა დაწესდა.
სასულიერო პირების განცხადებით, მიწის ჩამოშლას გასულ წლებშიც ჰქონდა ადგილი, თუმცა მასშტაბი მაშინ შედარებით მცირე იყო.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა