დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, ეპილეფსიის მედიკამენტზე დეფიტიცის საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ - ირაკლი ლექვინაძე

შესაძლოა, ეპილეფსიის მედიკამენტზე დეფიტიცის საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ - ირაკლი ლექვინაძე

21-07-2023 11:37:50

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, საუბარია მედიკამენტ „დეპაკინი ხრონოზე“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის შესასწავლად კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა, სადაც Business Insider Georgia-ს უთხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მომართვის შემდეგ თავად სააფთიაქო კომპანიებიდან მიიღებენ ინფორმაციას და ამის შემდეგ გადაწყდება, დაიწყებს თუ არა სააგენტო მოკვლევას. 

„ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ ქსელში ეპილეფსიის წამლები არ იყო და იყო დეფიციტში. თუმცა მათ ჩაატარეს ინსპექტირება და წამყვან სააფთიაქო ქსელებში აღნიშნული წამალი აღმოაჩინეს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ გვთხოვა რეაგირება იმ კუთხით, რომ ხომ აქვს ადგილი შეთანხმებულ ქმედებას ან ჯგუფური დომინირების არასათანადოდ გამოყენებას. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროდან წერილი მიღებული გაქვს, ახლა ვაპირებთ, რომ კომპანიებიდან მივიღოთ ახსნა-განმარტებები თუ რასთან იყო დაკავშირებული აღნიშნული თემა“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. კერძოდ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

ირკვევა, რომ რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

„მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს, რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი აზარალებს მოქალაქეებს“ – აცხადებენ რეგულირების სააგენტოში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები