დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლებელია თუ არა საპროცენტო განაკვეთების შემცირება - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის განმარტება

შესაძლებელია თუ არა საპროცენტო განაკვეთების შემცირება - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის განმარტება

06-02-2025 13:04:00

საპროცენტო განაკვეთების შემცირება პერსპექტივაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბევრ სხვა პარამეტრზე, - აცხადებს დეპუტატების კითხვის პასუხად სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი ლევან ძნელაძე. მისი განმარტებით,  ბოლო1,5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები 3%-ით შემცირდა.

„ბანკი არის დაწესებულება, რომელიც გარკვეული საზღაურის, საფასურის ხარჯზე გასცემს ფულის რესურსებს, იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაკმაყოფილდეს პირველადი მოთხოვნა. განაკვეთის შემცირების შესაძლებლობები დამოკიდებულია რა თქმა უნდა იმ პარამეტრებზე, რომლის თარგეთირებაც სებ-ში ხდება და მინდა მოგახსენოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სებ-მა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ამ თვალსაზრისით. უკანასკნელი 1,5 წლის განმავლობაში არ ვცდები თუ ვიტყვი, რომ 3%-ით შემცირდა და დღეს 8%-მდეა ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი. 

შეიძლება თუ არა უფრო ქვემოთ წამოვიდეთ? რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. 0%-ი ვერასოდეს ვერ გახდება, ამას პირდაპირ გეტყვით. ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, თუ საერთაშორისო სტანდარტებით შევხედავთ ამ პროცესს, შეიძლება ითქვას, რომ 8%-ი შედარებით მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ იმ ეკონომიკისათვის, იმ რეგიონული გამოწვევებისათვის, რომელიც ჩვენ ვართ და იმ რისკების კვალობაზე, ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ეს ის პარამეტრია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ კომერციულ ბანკებში მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ, იმისთვის, რომ იაფი ფულის, იაფი სესხის შესაძლებლობები იყოს, როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ისე სამეწარმეო ბაზარზე. პერსპექტივაში ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბევრ სხვა პარამეტრზე“, - აღნიშნა ლევან ძნელაძემ. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები