შემოწმებული კომპანიების მაჩვენებელი ფაქტობრივად 4-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შემოწმებული სუბიექტების მაჩვენებელი 1,5-ჯერაა გაზრდილი.
„შრომის ინსპექცია ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და მიზანი არის დაბალანსებულად, სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება განახორციელოს და ჩაერიოს შრომით ურთიერთობებში. ზოგადად სამოქალაქო ურთიერთობებია და ეს ორ მხარეს შორის რეგულირდება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულია, რომ გარკვეული ინტერვენციები სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის საჭირო. შრომის კანონმდებლობით ზოგადად ცნობილია, რომ დასაქმებული არის სუსტი მხარე და ამიტომ სახელმწიფოს გარკვეული ინტერვენციები სჭირდება, რომ შენარჩუნებული იყოს ბალანსი, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის.
ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა 2015 წლიდან დაიწყო, ხოლო სრულფასოვანი მანდატით მუშაობა უკვე 2021 წლიდან დავიწყეთ. სრულფასოვან მანდატში ვგულისხმობ, როგორც შრომით უსაფრთხოებას, ასევე შრომითი უფლებრივი მდგომარეობით ინსპექტირების განხორციელებას. მათ შორის გასულ წელს გვქონდა საკანონმდებლო სიახლე და ჩვენს მანდატს მიგრაცია დაემატა. ასოცირების ხელშეკრულებით და სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით აღნიშნული ფუნქციის განხორციელება იყოს საჭირო და თუ რა შედეგები დაიდება, ეს პერიოდულად გახდება ცნობილი. ამიტომ როგორც შრომითი უსაფრთხოების, ისე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, მიგრაციის და იძულებითი შრომითისა და შრომითი ექსპლუატაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინსპექტირებას. წლიდან წლამდე განხორციელებული ინსპექტირებების რაოდენობა მზარდია. 2021 წელთან შედარებით, ფაქტობრივად 4-ჯერ გაიზარდა შემოწმებული კომპანიების მაჩვენებელი, ანუს მას შემდეგ რა სიპ-ად ჩამოყალიბდა შრომის ინსპექციის სამსახური. თუ 2023 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ 2022 წლის მაჩვენებლებს 1.5-ჯერაა გაზრდილი შემოწმებული ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
უახლესი
8 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი