დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოდგომის სურნელი ,,კობეს მარანში“ - კულინარიული მასტერკლასები მთელ სეზონზე გრძელდება

შემოდგომის სურნელი ,,კობეს მარანში“ - კულინარიული მასტერკლასები მთელ სეზონზე გრძელდება

17-09-2023 01:19:47

კახეთის ულამაზეს სოფელ ართანაში მდებარე სასტუმრო „კობეს მარანი“/ hotel kobes marani ოქროსფერი შემოდგომის სეზონზე სტუმრებს განსაკუთრებულ სერვისებს სთავაზობს.

„შემოდგომის დღეები“ სასტუმროში მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ,,კობეს მარნის“ დამფუძნებელი ნოდარ კობეშავიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, მასტერკლასები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა ყურძნის დაწურვას საწნახელში, ხინკლის მოხვევა, პურის ცხობა თონეში, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა ასევე ასევე სამი სახეობის ღვინის დეგუსტაცია (საფერავი, როზე, რქაწითელი) ,,მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ შემოდგომა რაც შეიძლება ფერად, ლამაზ და დაუვიწყარ დღესასწაულად გვექცია მომხმარებლებისთვის. მასტერკლასები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადეთ. ჩვენი ეს სერვისი გამოირჩევა იმითაც, რომ სტუმრები რასაც მოამზადებენ, თვითონვე მიირთმევენ. ღონისძიება შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო ზამთარში არყის გამოხდის მასტერკლასებს დავამატებთ. ინტერესი საკმაოდ დიდია, რაც ვიზიტორების რაოდენობაზეც აისახება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ტურებს ვმასპინძლობთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება შთამბეჭდავად წარვადგინოთ ჩვენი მხარე, ოქროსფერი შემოდგომის მთელი ხიბლი და არომატი, რაც კახეთში ყოველთვის განსაკუთრებულია“, - ამბობს ნოდარ კობეშავიძე.

მასტერკლასებზე მონაწილეობის საფასური 70 ლარია, რაშიც ღვინის დეგუსტაციაც შედის. გარდა ამისა, ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ძველი მანქანების მუზეუმი, ღვინის მუზეუმი და მარანი, ითამაშონ ბილიარდი, ცხენზე ჯირითი და სხვა. სასტუმროს ბაზაზე არის ასევე აუზი და საუნა, ხოლო სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს შეუძლიათ თუშეთის ტურებიც დაგეგმონ და ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულონ. რაც შეეხება ფასებს, ნომერი ორ სტუმარზე საუზმით და აუზით 220 ლარია, სამ სტუმარზე - 270 ლარი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები