დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეხვდი ლეგენდას -  ლეგენდარული ბოდიბილდერი კევინ ლევრონი საქართველოშია

შეხვდი ლეგენდას - ლეგენდარული ბოდიბილდერი კევინ ლევრონი საქართველოშია

21-09-2023 19:33:38

ლეგენდარული ბოდიბილდერი კევინ ლევრონისაქართველოს სტუმრობს. ღონისძიების ოფიციალური სპონსორი და ორგანიზატორია Levrone Signature Series -ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ჯანსაღი საკვები დანამატების, ვიტამინების, შემომტანი კომპანია საქართველოში - Vitamini.Ge

26 სექტემბერს, 16:00 საათზე, Biltmore Hotel Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ღონისძიება სადაც კევინ ლევრონი დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრებს განვლილ სპორტულ კარიერასა  და იმ საშუალებებზე, რაც სპორტსმენებს დაეხმარებათ გაიუმჯობესონ საკუთარი სპორტული მონაცემები, პრეზენტაცია დასრულდება სამოტივაციო სიტყვით:👇 https://fb.watch/n7_Pntnt55/

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 250 ადამიანი სხვადასხვა სპორტული ინსტიტუტებიდან (ფიტნეს ინსტრუქტორები, კრივის ფედერაცია, შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციიდან, MMA, ბოდიბილდინგის ფედერაციიდან და ა.შ.)

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი ემსახურება კარიერული მოტივაციის ზრდას პროფესიონალი ბოდიბილდერებისთვის, ფიტნეს ინსტრუქტორებისთვის და ნებისმიერი ძალისმიერი სპორტით დაკავებული ადამიანის ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები Vitamini.Ge - გან მიიღებენ სხვადასხვა სახის საჩუქრებს, გაეცნობიან და დააგემოვნებენ  Levrone Signature Series-ის საკვებდანამატებს და ბოლოს, შეძლებენ ფოტო/ვიდეო გადაღებას კევინ ლევრონთან.

სურვილის შემთხვევაში, ლეგენდარული ბოდიბილდერისგან ავტოგრაფს მიიღებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები