დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა

08-03-2023 23:53:59

მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები