შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართავს.
შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანის სამოციქულო სასახლეში აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტთან, და
წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან.
პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ლორენცო ფონტანას და სენატის ვიცე-პრეზიდენტ ჯან მარკო ჩენტინაიოს შეხვდებიან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით , იტალიის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, რაფაელე ფიტოს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდება.
შეხვედრები გაიმართება იტალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი