დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი: კეთილსინდისიერების გლობალური რეიტინგის მიხედვით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 8 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას

შალვა პაპუაშვილი: კეთილსინდისიერების გლობალური რეიტინგის მიხედვით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 8 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას

26-01-2024 18:33:00

კეთილსინდისიერების გლობალური რეიტინგის მიხედვით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 8 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას, - ამის შესახებ X-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„საქართველომ მიაღწია ისტორიულ ნიშნულს კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში, დაწინაურდა რა რეკორდულად მაღალ 29-ე ადგილზე. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, პრესის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციულ გამჭვირვალობას, ონლაინ სერვისებს, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს და ვაჭრობის ღიაობას. საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 8 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას“, - წერს პაპუაშვილი.

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.

Image

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები