საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტ ჯან მარკო ჩენტინაიოს შეხვდა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-იტალიის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ხალხთაშორისი ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მიმართულებებით.
იტალიის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი იტალიის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ჯან მარკო ჩენტინაიომ აღნიშნა, რომ იტალია მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ხელი შეუწყოს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას.
შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალიას, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელ ქვეყანას, დიდი როლი აქვს ევროპული მომავლის ჩამოყალიბებაში და იმედი გამოთქვა, რომ იტალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იტალიურ მხარეს აგრეთვე მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იტალიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის მიცემისთვის.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა