დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბერში ლარი 0.7%-ით გაუფასურდა - სებ

სექტემბერში ლარი 0.7%-ით გაუფასურდა - სებ

07-11-2023 13:44:03

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6223-დან 2.6454-მდე (0.9%-ით) გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8617-დან 2.8303-მდე (1.1%-ით) გამყარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი. 

სექტემბრის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6783 და 2.8422 შეადგინა.

სექტემბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.6879, ხოლო მინიმალურმა 2.6234 შეადგინა.

სექტემბერში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი.

სექტემბერში საშუალოდ დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს, რუსული რუბლის და ლარის გაუფასურება, შედარებით მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი და თურქული ლირა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს.

სექტემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 10.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 23.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.

სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები