დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა დააფიქსირა, რომ სარისკო პერიოდი, რომელიც „მიგრანტების ეფექტს“ უკავშირდებოდა დასრულდა - PMCG-ის მკვლევარი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

სებ-მა დააფიქსირა, რომ სარისკო პერიოდი, რომელიც „მიგრანტების ეფექტს“ უკავშირდებოდა დასრულდა - PMCG-ის მკვლევარი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

16-02-2024 15:00:00

PMCG-ის მკვლევარი ნიკოლოზ კაპანაძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, აბსოლუტურად ადეკვატური და ლოგიკურია.

სებ-მა არ შეცვალა ბანკებისთვის კონტრაციკლური ბუფერის კომპონენტი, რაც ჩემი აზრით მოსალოდნელი იყო. ცვლილების საჭიროება არ იკვეთებოდა და შესაბამისი დასაბუთება ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა კიდეც. განსაკუთრებით მშპ- სესხებთან ფარდობითობაზე იყო აქცენტი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში მის გრძელვადიან ტრენდს უბრუნდება“, - აღნიშნავს კაპანაძე.

მისი თქმით, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის რეზიდენტებისთვის ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის 40%-მდე შემცირება.

ეს მაჩვენებელი 80%-მდე იყო გაზრდილი, საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების იმ არაბუნებრივი და შოკური ზრდის გამო, რაც 2022 წელს უკრაინაში ამ ქვეყნის შეჭრამ გამოიწვია. ახლა ლიკვიდურობის მოთხოვნა ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე სებ-მა დააბრუნა იმ ნიშნულზე რაც სხვა ქვეყნების რეზიდენტებისთვისაა განსაზღვრული.

ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ბოლო 6-7 თვის განმავლობაში, „მიგრანტების ეფექტითანდათან მცირდება და რუსი რეზიდენტების გარკვეული რაოდენობა ქვეყნიდან გავიდა. ეს აისახა ფულად გზავნილებზე და დეპოზიტების გრაფიკს თუ შევხედავთ ზუსტად, ჩანს, რომ 2022 წლის განმავლობაში მკვეთრი ზრდა იყო და ეს მაჩვენებელი და 2%-დან 8%-მდე ავიდა, თუმცა 2023 წელს დეპოზიტები ამ მიმართულებით სტაბილური იყო“, - ამბობს კაპანაძე.

რა გავლენა ექნება სებ-ის გადაწყვეტილებას საბანკო სექტორსა და ეკონომიკაზე, ამ საკითხის შეფასებისას PMCG-ის მკვლევარი ამბობს, რომ აქ აქ მთავარი გავლენა ისაა, რომ ეროვნული ბანკი აფიქსირებს, რომ ის შოკური და სარისკო პერიოდი, რომელიცმიგრანტების ეფექტსუკავშირდებოდა დასრულდა და უფრო მშვიდ პერიოდში გადავდივართ.

ზოგადად ამ გადაწყვეტილებას უფრო მეტი დადებითი ეფექტი ექნება ჩვენს ეკონომიკაზე სხვა ინსტრუმენტებით, მაგრამ არა ამ კონკრეტული მოთხოვნის შემცირებით, რადგან უცხოურ დეპოზიტებში რუსეთიდან მიგრანტების წილი 8%-ია“, - ამბობს კაპანაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები