სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა სსფ-ში იწყებს მუშაობას. როგორც სოციალურ ქსელში ლეჟავა წერს, ის სსფ-ში მუშაობას მონღოლეთში რეზიდენტ მრჩევლად იწყებს.
„მოვიდა დრო გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის. მეამაყება რომ მქონდა შესაძლებლობა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა. დიდი ინტერესით ვიწყებ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როგორც რეზიდენტ მრჩეველი მონღოლეთში“, წერს პაპუნა ლეჟავა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა