დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის ოქროს საინვესტიციო პროდუქტებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია

სებ-ის ოქროს საინვესტიციო პროდუქტებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია

07-03-2024 17:20:00

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდის პარალელურად საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს საინვესტიციო პროდუქტების მიმართ ინტერესი კვლავ დიდია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 489 ერთეული 20 გრამიანი ოქროს ზოდი და სერტიფიკატი და 7 ერთეული 1 კილოგრამიანი ოქროს ზოდი გაყიდა.

საინვესტიციო ბაზრის განვითარებისა და აქტივების დივერსიფიცირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვება და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი ტემპისა და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე გაიზარდა. შესაბამისად, ოქროს სერტიფიკატისა და ოქროს ზოდები ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტია.

საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდების რეალიზაციას ახორციელებს.  
 
ოქროს ზოდის და ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად დგინდება.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ზოდების ყიდვა როგორც სებ-ის ინტერნეტ მაღაზიიდან, ასევე საკასო ცენტრიდანაც არის შესაძლებელი, ოქროს სერტიფიკატების რეალიზებას კი კომერციული ბანკები ახდენენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები