დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT-ია

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT-ია

31-07-2023 15:12:27

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკრუიზო ლაინერის ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT-ია. 

„გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედია-საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT. ხაზგასმის ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, - აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები