საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სსფ-ს პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო და ფონდთან თანამშრომლობა გრძელდება.
„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, - აცახდებენ ეროვნულ ბანკში.
მანამდე, Business Insider Georgia-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მიმოხილვა შეჩერებულია.
სსფ-ს წარმომადგენლობაში პროგრამის მიმოხილვის შეჩერების მიზეზებს არ განმატავენ და აცხადებენ, რომ „პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩრებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა დაიხურა. როდის განახლდება მიმოხილვა, ჯერ ცნობილი არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.
იგივე თემაზე:
უახლესი