სასტუმრო “გრინვუდი” მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. სასტუმრო სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, თუმცა პირველი სტუმრებისგან კმაყოფილება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა“, - აცხადებენ სასტუმროში.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, სასტუმროს მენეჯმენტი დადებითად აფასებს. „ზაფხულის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, თუმცა როგორც აჭარაში არსებული სასტუმროებისთვის არის დამახასიათებელი შემოდგომის სეზონზე შედარებით დაბალია დაკავებულობა, მაგრამ მაინც პოზიტიურად ვართ განწყობილი, მაქსიმალურად ვმუშაობთ შეთავაზებებზე, რომელიც ლოკალური მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მისაღები. მაღალი სეზონისთვის ჩვენი სასტუმროს მომხმარებლის 70% უცხოელი იყო, თუმცა შედარებით დაბალ სეზონზე ადგილობრივი მომხმარებელი ავსებს სასტუმროს დაკავებულობის 50%-ს“, - აცხადებენ სასტუმროში.
Greenwood Hotel, Restaurant & Spa სასტუმროს კონკურენტულ უპირატესობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ლოკაცია.
„კონკურენტული უპირატესობა არის სასტუმროს ლოკაცია, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მაღალი ხარისხის სტანდარტებით და ლამაზი დიზაინით აგებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა სრულად მორგებულია სტუმრის კომფორტულ დასვენებაზე. გრინვუდის სასტუმრო 74 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ზომის ნომრები ზღვისა თუ ბოტანიკური ბაღის ხედით, ვერანდითა თუ პირადი ჯაკუზით. თითოეული ნომერი თანამედროვე ინტერიერითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა და სტუმრების კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურადაა აღჭურვილი, მათ შორის, საჭირო ტექნიკითა და სწრაფი ინტერნეტით. გრინვუდის სასტუმროში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმრებს მყუდრო გარემო და შეუდარებელი მომსახურება დახვდებათ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ წყვილებმა, ოჯახებმა და სამუშაო შეხვედრებისა თუ მივლინებისთვის ჩამოსულმა სტუმრებმა დრო შესანიშნავად გაატარონ“, - აცხადებენ სასტუმროში. ის, რაც გრინვუდის სასტუმროს სხვებისგან განსაკუთრებულად გამოარჩევს, ბათუმის ბოტანიკური ბაღია. 1912 წელს გახსნილი ბოტანიკური ბაღი 500-ზე მეტი სახეობის მცენარეს აერთიანებს და ბუნების ნებისმიერი მოყვარულის ფავორიტი ადგილია. გრინვუდის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ბაღის დათვალიერებით გული იჯერონ და დატკბნენ მწვანე ხედების ცქერით თავიანთი ნომრებიდან. გრინვუდის სტუმრებს მწვანე კონცხის სანაპიროსთან ერთად, სასტუმროს სპა განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის. სპა “ლოტუსი” იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება, განტვირთვა და ძალების აღდგენა სჭირდებათ. სპა დამსვენებლებს შიდა აუზს, გამაახალგაზრდავებელ თერაპიას, არომათერაპიას, სახისა და სხეულის მასაჟს, თურქულ აბანოებს, ფინურ საუნასა და სხვა სასარგებლო თუ სასიამოვნო პროცედურებს სთავაზობს. დასვენება გემრიელი კერძების გარეშე წარმოუდგენელია. გრინვუდის სტუმრებს რესტორანი “ლოვატი” დაუვიწყარ გასტრონომიულ თავგადასავლებს ჰპირდება. ყველასათვის საყვარელ კერძებთან ერთად “ლოვატში” ტრადიციული ქართული სამზარეულოს, მათ შორის, ადგილობრივი კერძების დაგემოვნება სასტუმროდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. დამსვენებლებს სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე კლდეებითა და ბოტანიკური ბაღით გარშემორტყმული მყუდრო სანაპირო ზოლი დახვდებათ, სადაც მზის ჩასვლის ცქერითა თუ ტალღების შხუილის მოსმენით სიამოვნების მიღება შეუძლიათ.
„თუ ბათუმის დათვალიერებასა და ქალაქის აქტიური ცხოვრების რიტმში ჩართვას მოინდომებთ, სასუმროდან მანქანით 20 წუთში ბათუმის ცენტრში აღმოჩნდებით და სხვადასხვა სანახაობით ისიამოვნებთ. გრინვუდის სასტუმროდან იმავე მანძილითაა დაშორებული პეტრას ულამაზესი ციხეც, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ კი შესაძლოა მტირალას ეროვნულ პარკში გასეირნებაც გადაწყვიტოთ, რომელიც გრინვუდის სასტუმროდან მანქანით 40 წუთის სავალზეა“, - აცხადებენ სასტუმროში.
უახლესი
4 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა17 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები