დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო Margot Old Tbilisi გაფართოებას გეგმავს

სასტუმრო Margot Old Tbilisi გაფართოებას გეგმავს

27-05-2024 17:00:00

სასტუმრო Margot Old Tbilisi, რომელიც თბილისში ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს, გაფართოებას გეგმავს. თუმცა მანამდე სასტუმროს მენეჯმენტმა ბიზნესი გააფართოვა და სოლოლაკში ახალი სასტუმრო Margot Sololaki გახსნა, რომელიც კოჯრის ქუჩა #8-ში მდებარეობს.

როგორც Business Insider Georgia-ს Margot Hotels Tbilisi-ში განუცხადეს, Margot Sololaki 2024 წლის პირველ კვარტალში გაიხსნა და ის 15 კეთილმოწყობილი ნომრისგან და ღია აუზისგან შედგება. 

„Margot Old Tbilisi ძველი სახელწოდებით "ძველი თბილისი" ფუნქციონირებს 1996 წლიდან, თუმცა 2021 წელს რებრენდინგი განიცადა და მარკეტზე ახალი სახელწოდებით და განახლებული სასტუმროს შენობით დაბრუნდა. სასტუმრო აერთიანებს 35 ნომერს (სტანდარტული, სუპერიორი, ჯუნიორი & დელაქს კატეგორიები), რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს და 2 ტერასას“, - აცხადებენ Margot Hotels Tbilisi-ში.

Margot Old Tbilisi-ს კონკურენტული უპირატესობებია: ლოკაცია, ხედი, ინტერიერი, კონკურენტუნარიანი ფასი, სერვისი.

სასტუმროს მენეჯმენტი აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური ვითარება დასტაბილურება, მაშინ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ამ დროისთვის, Margot Hotels Tbilisi-ში ჯავშნები შედის როგორც ევროპიდან ისე აზიიდან. 

„2023 წელს  მოლოდინები არ გამართლდა და წელსაც, დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება და ახალი მოთხოვნები არ ემატება (ტურიზმის წილი თბილისის სასტუმროებზე -16% ით შემცირდა/ 24.05.24 მონაცემები ონლაინ პლატფორმა booking.com -ის მიხედვით).

გარდა სასტუმრო მიმართულებისა სასტუმრო Margot-ის მაგალითზე საკმაოდ აქტიურია რესტორანი Margot by the River, რომელიც სტუმრებს სთავაზობს, როგორც ქართულ ისე ევროპულ სამზარეულოს.

„სივრცეები მოთხოვნადია როგორც კორპორატიული ღონისძიებებისთვის, ისე სხვადასხვა გასართობი ივენთებისთვის: ქორწილი, დაბადების დღე თუ სხვა“, - განმარტავენ Margot Hotels Tbilisi-ში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები