საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოების მიერ 2022 წლის განმავლობაში 52 331.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 36.5 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4 პროცენტი - ფრინველის, 20.9 პროცენტი - ღორის, 1.1 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
2022 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორციდან 2 975.0 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 54.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 21.8 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, ხოლო 20,4 პროცენტი - ღორის ხორცზე.
2022 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 43.0 ათას პირს, საიდანაც 39.3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 130 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.0 ლარი, ცხვრის ან თხის - 14.6 ლარი, ღორის - 28.2 ლარი.
სასაკლაოების უმრავლესობა (52.6 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.2 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 2.2 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სასაკლაოების 76.3 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 23.7 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 62.5 პროცენტს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 37.5 პროცენტს - საბრუნავი კაპიტალისათვის.
2022 წელს საქართველოში 135 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონში, 17.0 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 15.6 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 13.3 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 10.4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
2022 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 409.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 41.7 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 58.3 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 975.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
უახლესი
7 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება