შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი“ საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 487.55 გრამი ოქროს საიუველირო არადეკლარირებული ნაკეთობები იპოვეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 49 870,6 ლარი შეადგინა.
უწყების განმარტებით, სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა.
უახლესი
10 საათის წინ
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა10 საათის წინ
ვისოლი განცხადებას ავრცელებს