საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ანა ნაჭყებია შეასრულებს. როგორც Business Insider Georgia-ს საპენსიო სააგენტოში განუცხადეს ანა ნაჭყებია აღნიშნულ პოზიციაზე 9 თებერვლიდან დაინიშნა და მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
როგორც სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ანა ნაჭყებია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანია Finance in Motion-ში,ასევე საინვესტიციო ბანკ „გალტ & თაგარტ“-ში.
„ანა ნაჭყებიას 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლიდან, ფინანსების სპეციალიზაციით. 2016 წელს კი მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით, საფრანგეთში EDHEC-ის ბიზნეს სკოლიდან.
ამასთან, ანამ წარმატებით ჩააბარა საერთაშორისო პროგრამის CFA-ის სამი დონე და 2022 წელს გახდა CFA ჩარტერჰოლდერი.
2022-2023 ანა მუშაობდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიაში, Finance in Motion საქართველოს ოფისში, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე.
2017-2022 წლებში ანა მუშაობდა საინვესტიციო ბანკ გალტ & თაგარტ-ში კვლევების დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება საქართველოს ეკონომიკისა და მისი სექტორების, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების, რეგიონის ობლიგაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ბაზრების შესახებ.
2013-2015 წლებში ანა მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტში.
ანა არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (ფინანსების ფაკულტეტი)“, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"