დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია

12-12-2023 15:33:21

საპენსიო სააგენტო ნოემბრის საინვესტიციო შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია.

საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია, ნოემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ (+9.2% წინა თვესთან შედარებით). ერთის მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორეს მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით).
პორტფელების მიხედვით ნოემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.91%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.16%.
  • დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 2.32%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.57%.
  • დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 2.49%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.74%.
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები